საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ისევ პარტიის თავმჯდომარე გახდა, იმ მიზეზების შესახებ ისაუბრა, რის გამოც, მისი თქმით, პოლიტიკაში დაბრუნდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები განსაკუთრებული სირთულისა და მასშტაბის დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების ან აღკვეთისათვის, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით სპეციალურ დანამატს მიიღებენ.
აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ ირანულ კომპანიასა და ექვს ირანელ ფიზიკურ პირს, რომლებიც ვაშინგტონის მონაცემებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს“ აფინანსებენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში უკანონოდ მცხოვრებს პირებს არ შეეძლოთ მიემართათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დახმარების…
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს დადებას ითხოვდნენ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში 39 წლის მამაკაცი ცხელ გუდრონში ჩავარდა. კატასტროფის ბრიგადამ ის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარია 5 ყველაზე მეტად ძებნილ მეთაურზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 18 %–ს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი აფგან მუხთარლი ქართულმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს გადასცეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, ვიზიტორთა ცენტრს, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11