weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2024

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფორუმის „რუსეთი – შესაძლებლობების ქვეყანა“ მთავარ სცენაზე ასვლის დროს წაბორძიკდა და წაიქცა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ხულოში, სხალთის ეპარქიაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქურდობა 15 მარტს მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა არის წაღებული ტაძრიდან.

ქართული ჯგუფი „მგზავრები“ რუსეთში კონცერტებს გამართავს. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში „მგზავრები“ 14-დან 27 აპრილის ჩათვლით გამოვლენ მოსკოვში, კრასნოიარსკში, ნოვოსიბირსკში, ომსკში, ტიუმენში, ყაზანში, სამარასა და სარატოვში.

16 მარტს აღარ გაიმართება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მეექვსედ უნდა განეხილათ მერიის ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების და მერის მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები მაკვანთი, ლიხაური და შემოქმედი დაისეტყვა. ძლიერი სეტყვა დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო და 15 წუთი გაგრძელდა. სეტყვის გამო შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთში 1964 წელს დაბადებული მამაკაცი რ.გ. მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცს ვალის გადაუხდელობის მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა ნათესავმა მიაყენა, რის…

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 100 ლარის ყაჩაღურად დაუფლებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მინიმალური სასჯელი,…

კომპანია „მაგთიკომი“ არაკორპორატიული აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა წარმოშობით ჩეჩენი საიდ-ჰუსეინ ტაკაევი, რომელიც 2000-2003 წლებში ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმაშია ბრალდებული.

თბილისში, გლდანის რაიონში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის იარაღიდან, სავარაუდოდ შემთხვევით გასროლილ ტყვიას 26 წლის ქალი ემსხვერპლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]