weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მამაკაცებს 30-35 %-იანი დამწვრობა აქვთ მიღებული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი პირველადი დახმარება…

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ბორდიურთან შეჯახების შემდეგ გზის მეორე მხარეს გადავიდა, ამობრუნდა…

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით „საქართველოს ეროვნული არქივის“ ძველ კინოდარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული არქივის კინოდარბაზი 10 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყარსა და უკანაფშავში სოფლების სახელდების აღმნიშვნელი ბანერები განთავსდება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი აფრინი თურქეთის ჯარმა და „სირიის თავისუფალმა არმიამ“ (FSA) აიღეს და „ტერორისტებისგან გაათავისუფლეს“. ერდოღანის თქმით, ქალაქის ცენტრში თურქეთის დროშაა აღმართული.

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც ზესტაფონში მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. საავადმყოფოში რჩება გარდაცვლილის მეუღლე, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და ოპერაცია ჩაუტარდა.

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში შპს „რენეგეიდ თი“ იმერეთის რეგიონში, 16 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული კომპანია ამავე პროგრამის ფარგლებში, 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას აპირებს ტყიბულშიც.

„ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა“, - აღნიშნულია ვაშინგტონის უნივერსიტეტის 2016 წლის საერთაშორისო კვლევაში. იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს…

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული ი.კ. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების…

თელავის მუნიციპალიტეტში, შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო. კვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება და მას ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG აფინანსებს. სამეცნიერო მისიას…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]