weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ამამლოში, მუბარიზ მ., ხოლო ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე მოქალაქე არზუმან ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძე მეორედ დამარცხდა. სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინს ოთხი ჩატარებული ორთაბრძოლის თავზე თანაბარი ბალანსი აქვს - ორი გამარჯვება და ორი მარცხი.

2018 წლის ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთმა დაიკავა. მეორე ადგილზე ნორვეგია, მესამეზე კი დანიაა. რეიტინგში შესული ბედნიერი ქვეყნების უმეტესობა ევროპაშია. ათეულში ასევე მოხვდნენ ავსტრალია და კანადა.

ოზურგეთში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ოფისთან 60 წლამდე ასაკის ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. შემთხვევა 14 მარტს მოხდა. ქალის გადარჩენა თვითმხილველებმა შეძლეს.

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკანასკნელი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. თითქმის უმოტივაციო შეხვედრაში „ბაიერნმა“ სტუმრად „ბეშიქთაში“ დაამარცხა, ცენტრალური დაპირისპირება კი ბარსელონაში „კამპ ნოუზე“ შედგა.

უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეები ვენიდან სპეციალური რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 07:00 საათზე ჩამოფრინდნენ. ერთ-ერთი მათგანი, პაატა სულუხია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ავსტრიიდან…

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა გამომსვლელმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი წამოჭრა და განაცხადა, რომ…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით გამოაცხადა სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4) მოსარგებლე პირებისათვის.

პროექტის „ქალები საქართველოდან“ ფარგლებში 22 წლის სალომე ზანდუკელი საკუთარი, რეალური ისტორიის შესახებ გიამბობთ. სალომე ყვება როგორ იბრძოლა გაუპატიურების შემდეგ გადასარჩენად და უფლებების დასაცავად.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]