საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
10-11 მარტს ბულგარეთის ქალაქ გალობოვოში, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ ჭაბუკთა შორის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ორმა ამბროლაურელმა მოსწავლემ მედლები მოიპოვა.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს თამაზ მეჭიაურს, აღმოფხვრას თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მიმართ არსებული მძიმე სამუშაო პირობები და უზრუნველყოს შეშით მათი დროული მომარაგება.
აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება, სადაც საქართველოდან წარმოდგენილია მცირე მარნები: „იაგოს ღვინო“, „ოქრო ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „მარიამ იოსებიძე“ და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი“. ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში…
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ დაარეგისტრირა. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვალეში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს.
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე სითი-პარკის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშების მე-4 ტურში რუსეთის სტუმრად დამარცხების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ მცირე სარგებელი ნახა. „ბორჯღალოსნებმა“ აქტივს 0.34 ქულა შემატეს და 73.80 ქულით რეიტინგში მე-12 ადგილზე…
ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 2017 წლის ნოემბრიდან სეფსისის დიაგნოზით იმყოფებოდა საავადმყოფოში, 2 დეკემბერის შემდეგ კი ექიმების თქმით, დაავადებამ პაციენტის ღრმა გათიშვა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების…
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11