weather cur horoscope tv
მაისი 09, 2025

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაში საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, არამედ იგულისხმებოდა აფხაზურ და ოსურ…

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია. ეს პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული, საქართველოში შემორჩენილი ერთადერთი კედლის მხატვრობა…

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგებს სტრასბურგში ასაჩივრებს.

„სახელმწიფოს მხრიდან იქნებ გამოინახოს რესურსები, რომ ჟურნალისტებს ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, რათა სწორი მეტყველება შეძლონ“, - ამის შესახებ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს…

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

16-28 მარტს საქართველო ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე მიიღებს. საქართველოს სახელით ევროპირველობაზე 30 სპორტსმენი წარდგება.

მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8,5 მლნ ლარს აჭარბებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი შობადობის გაზრდის და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურჯაანი-თელავის ახალი გზის მშენებლობას 2019 წელს დაიწყებს. წინასწარი პროექტის მიხედვით, ნავარაუდებია, რომ გურჯაანი (ჩუმლაყი) - თელავის გზის მონაკვეთი გვერდს აუვლის ორივე მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებს და ქალაქ თელავში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]