weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან 30-მდე თანამშრომელი, ადმინისტრაციის წევრები და მედპერსონალი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა Qartli.ge-მ გაავრცელა. გათავისუფლებულებს შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნის და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გორის ორგანიზაციის…

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის 14 დეპუტატი პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს ითხოვს. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადტაევი აცხადებს, რომ ამისთვის „არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“. 

საქართველოს პროკურატურა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ერთ-ერთ მოადგილედ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია დაინიშნა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თაღლითობაში დამნაშავედ ცნობილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნის ხადაზმულობის…

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამწლიანი დავის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარდგენილი ბრალი…

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 58 109 ტესტის შედეგად კორონავირუსის 5596 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2946 ინფიცირებული, ხოლო 47 გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო, იუსტიციის სამინისტრო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 500 დაჯარიმდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე, შეფარდებული სასჯელი ¼-ით შემცირდა და საბოლოოდ,…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. მას უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]