weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსეთში მდებარე ტამანის ნახევარკუნძულზე ავტობუსი, რომლითაც მუშები მგზავრობდნენ, მშენებარე პირსიდან წყალში ჩავარდა. ინციდენტს 18 კაცი ემსხვერპლა, ოცამდე მგზავრის გადარჩენა კი მოხერხდა.

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი უსმან დემბელე კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. 20 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი კატალონიურ გრანდს 105 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება, რაც ფეხბურთელის ხარისხიან თამაშზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თურქი თაჰა აქგული დაამარცხა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 42 წლის თანასოფლელის წამების და მასზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ მამაკაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, ჩოლოყაშვილების საგვარეულო ციხე სამაგრის ეზოში მდებარე მე–18 საუკუნის ეკლესიას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ადგილობრივებმა ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით ბეტონის შემოსავლელი და კიბეები უნებართვოდ მიაშენეს. შემოსავლელის…

ტყის მცველის ხელფასი 472 ლარია

პარასკევი, 25 აგვისტო 2017 17:47

ეროვნული სატყეო სააგენტოს, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, სულ 776 თანამშრომელი ჰყავს. აქედან 98 ცენტრალურ აპარატშია, 678 კი ტერიტორიულ ორგანოებში. ყველაზე დაბალი…

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე მონაწილე გუნდები ქვეჯგუფებში კენჭისყრით განაწილდნენ. ევროპა ლიგის 2017-2018 წლების გათამაშებაში ის ოთხი საფეხბურთო კლუბიც მონაწილეობს, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები იცავენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი სამი დღით დაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს. საფლავს გუშინ, ტაძრის გაწმენდითი სამუშაოების დროს მიაკვლიეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]