საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. ილიას ზუროსმა იმ 12 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 29 აგვისტოდან ისრაელში სამშობლოს ღირსებას ევრობასკეტზე დაიცავენ.
ახალციხეში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, მან 25 აგვისტოს რესტორან "რაბათის" ბარმენი და მიმტანი დანით დაჭრა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ტყე იწვის. დაახლოებით რვა საათის წინ გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხვალ დილიდან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.
მომღერალმა და პროდიუსერმა კახაბერ ცისკარიძემ, რომელმაც ბათუმის მერის თანამდებობის დასაკავებლად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა. შესაბამისად, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
კომპანია RMG Gold-ის განცხადებით, კომპანიამ ტექნიკა ფიტარეთის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირებს ათხოვა და სამუშაოების დაგეგმვასა და წარმოებაზე ისინი არ არიან პასუხისმგებლები.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან, უხუცესებთან და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან.
საყდრისის კომიტეტის წევრების განცხადებით, XIII საუკუნის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან მუშაობა დაიწყო ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის მძიმე ტექნიკამ, რის შედეგადაც მონასტრის გალავანს ბზარი გაუჩნდა.
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო…
ერედვის გამგებელს ოთარ ცოტნიაშვილს საგურამოში, აჟარის გამგებელს ლაშა მარგიანს კი ქალაქ რუსთავში საცხოვრებელი ბინები სახელმწიფოსგან 1 ლარად გადაეცათ.
წარმოშობით პანკისელი, 47 წლის მურად მარგოშვილი, იგივე აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ ფიზიკურ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ალ-ქაიდას წევრები არიან ან დაკავშირებულნი არიან მასთან. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11