საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
აზერბაიჯანში ვიცე-პრემიერ ალი ჰასანოვის 23 წლის შვილიშვილი, ნაილ ალაჰვერდიევი დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ შეერთებაში 7 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 4 ჰექტარი ტერიტორია. მისივე თქმით, ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, რათა ცეცხლის კერების ხელახალი…
უკრაინაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე კოხტა კოდუა დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კოხტა კოდუა 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით დააკავეს.…
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 10 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40-41 გრადუსს მიაღწიოს. 8 აგვისტოს, დღის განმავლობაში თბილისში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 23 გრადუსია მოსალოდნელი.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ შეერთებაში ხანძარია. ცეცხლი სამ ჰექტრამდე ტერიტორიას უკიდია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ „რეგინფოს“ უთხრა, ცეცხლი სოფლის თავში დაახლოებით ოთხი საათის წინ გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ…
მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება. მშენებლობას საფუძველი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩაუყარა. ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეც დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის ღირსების ორდენი გადასცა.
იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ვასილ ფანჩულიძემ უთხრა, გარდაცვლილები 15 წლის ასაკის ბიჭები არიან.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11