საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ილიას ზუროსის გუნდმა ფინალში მასპინძლები 81:70 დაამარცხეს.
წამყვანი ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ (NBC) თანახმად, პენტაგონმა შეიმუშავა რეკომენდაცია, რომლითაც თეთრ სახლს სთავაზობს გამანადგურებელი იარაღი გადასცეს უკრაინას, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რუსეთი და მისგან მხარდაჭერილი სეპარატისტები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში 12 წლის გოგონები დაიხრჩვნენ. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის მზექალა მელუას ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სურამში, რის შედეგადაც ქალი და მისი 5 წლის ბავშვი დაიღუპნენ. დედა-შვილი ტროტუარზე მიდიოდნენ, როდესაც ავტომობილი დაეჯახათ.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე 2017 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით 1 490 000 ლარი ჩაირიცხა. შემოწირულობები 28 ფიზიკური პირისა და 2 იურიდიული პირისგან განხორციელდა.
ბორჯომში ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest-ი მიმდინარეობს, სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ „ექსტაზი“…
ყაზბეგის რაიონის სოფელ გარბანში ქმარმა ცოლი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, კაცმა 33 წლის ქალს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოჭრა.
თუშეთში, წოვათაში, სოფელ წაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდისას მთიდან მოწყვეტილმა ნაშალმა ტრაქტორი დამარხა. ტრაქტორისტმა გადახტომა მოასწრო და გადარჩა. წოვათას სოფლებამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე არ არის გახსნილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაშავებული ორი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტის გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11