საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 ციხეში გადაყვანის პროცესი დროებით გადავადდა. ბრეგაძის თქმით, გუშინ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას.
ვაქცინაციაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა იანვარშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 60-დან 50 წლამდე დაიწევს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პარლამენტში მივიდა, სადაც კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 42 772 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2966 ინფიცირებული, 63 კი გარდაიცვალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების და მის ბაზაზე ორი სხვა უწყების შექმნის პროცესი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას საჯაროდ…
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლის მიღების…
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.
ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა. „ესკოს“ აქციების 100%-ს სახელმწიფო ფლობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11