საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ლეიბორისტული პარტიიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი იქნება. ისინი პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს წარადგინა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს პატივი. აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა და…
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. კისრისა და მხრის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით 37 წლის მამაკაცი გუშინ, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან დღეს, 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო.…
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 45 351 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 4216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 38 ინფიცირებული, 1735 კი გამოჯანმრთელდა.
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა გაფიცვას გამოეხმაურა. კალაძის ვიდეომიმართვა, რომელიც ღამით, ნაგვის ურნების დაცლის ფონზეა ჩაწერილი, მისსავე Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება, ხოლო კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დასაქმებულთა ნაწილმა მუშაობა განაგრძო, სიმართლეს არ შეესაბამება. გაფიცულები აქციის გამართვას ხვალაც აპირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს და შრომის ინსპექციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეამოწმოს დასაქმებულთა სამუშაო პირობები, „თბილსერვისს“ და თბილისის მერიას კი – შეისწავლოს პროტესტის მონაწილეთა…
საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გამოეხმაურა. კელი დეგნანის თქმით, იმისთვის, რომ რუსეთის ეს განცხადება სერიოზულად იქნეს აღქმული, საჭიროა, რუსეთმა საქართველოს…
ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (+125 კგ) ქართულ დელეგაციას მერვე მედალი მოუტანა. ქართველი ფალავანი აშშ-ის წარმომადგენელს, გეიბლ დენ სტივენსონს დაუპირისპირდა და ბოლო წუთებში დამარცხდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11