weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2025

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ნიკა ჭეჟიამ თანამდეობდა დატოვა და გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ჭეჟიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) და სს „თელასი“ დაჯარიმდნენ. მათ ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალათ.

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქეს.

კორონავირუსით ინფიცირებულმა 30 კვირის ორსულმა ნაყოფი დაკარგა. შემთხვევა ქუთაისში კლინიკა „ბომონდში“ მოხდა, სადაც კოვიდინფიცირებულ ორსულებს მკურნალობენ. საავადმყოფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 წლის ქალის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და „სახალხო პარტიაში“ წევრიანდება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკის გამო მიიღო.

კორონავირუსით ინფიცირების 5128 ახალი შემთხვევიდან თბილისში 2236 შემთხვევა ფიქსირდება, რეგიონებს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც ვირუსი 811 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 49 189 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3310 კი გამოჯანმრთელდა.

კოვიდ ინფიცირებულთათვის ახალი ვებ-პორტალი er.moh.gov.ge ამოქმედდა. მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ, შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ, 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გურამ როგავამ დატოვა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მაყურებელს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ „ვერ დააბრუნა „პოსტსკრიპტუმი“, რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]