weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2025

ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის, კირილის შუამდგომლობით შეიწყალა. მათივე ცნობით, გახელაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გობოზოვში გაცვალეს.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრმა ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“  პაციენტი სწორად მართეს. ეკატერინე ტიკარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მძიმე ოპერაციის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტი ნაადრევად ხომ არ გაწერეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ზაზა გახელაძე შეიწყალა. ე.წ. პრეზიდენტის განკარგულება დღეს საჯაროდ გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის ვებ-გვერდზე შეფერხება, რაც დღეს 15:00 საათიდან „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციისას დაფიქსირდა, აცრის მსურველთა მაღალი მიმართვიანობით აიხსნება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ძალიან ცუდია, რომ შეფერხება კვლავ დაფიქსირდა და ვერ…

ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი Booking.moh.gov.ge, სადაც 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, შეფერხებით მუშაობს, რის გამოც აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

5 ივლისის მოვლენების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის და საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული…

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში მივა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ყველაზე ადეკვატური იქნება, თუ გომელაური ბოდიშს მოიხდის და დეპუტატებს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში წუხელ „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა შემოვიდა, რაც 14 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 35 559 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ინფიცირების 1862 ახალი შემთხვევა იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.68%-ია, ხოლო ბოლო ერთი კვირის – 4.46%.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]