weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2025

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ორგანიზაცია „ალტ ინფო“, რომელიც ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით არის დაკავებული, აცხადებს, რომ მათი წევრები, კერძოდ, კი შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია პოლიციის განყოფილებაში…

თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც კლინიკაში განაცხადეს, ერთ თვემდე ასაკის ჩვილს კორონავირუსის „ალფა“ (ე.წ. ბრიტანული) შტამი დაუდასტურდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში, სავარაუდოდ სალაშქროდ მყოფი ორი ადამიანი დაიკარგა. მათ მეორე დღეა მაშველები ეძებენ. დილიდან სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 13 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 466 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამ გამოიწვია ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ის დაბლოკვა 15 ივლისს, „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის დაწყების შემდეგ. გამყრელიძის თქმით, რეგისტრაციის პირველივე წუთებში ვებ-გვერდზე 120 ათასამდე ადამიანი შევიდა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, 19 ივლისიდან იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია. კალანდარიშვილის სასარგებლოდ „ქართული ოცნების“ ათმა დეპუტატმა მისცა ხმა. ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა, გიორგი სანტურიანმა ოთხი ხმა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]