საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.
ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული დავით კუტალაძე ამბობს, რომ მოძალადე არ არის. ამის შესახებ მან განაცხადა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროტესტის ნიშნად, ოთხი ტელეკომპანია – „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „კავკასია“ და „ტვ პირველი“ – მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს. ამ დროისათვის მაყურებელს ტელეეკრანებზე 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ჩამონათვლის ნახვა შეუძლია.
„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტინმორფინი. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული…
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შსს თავის ძირითად ფუნქციას ვერ ასრულებს.
ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ის უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, ასევე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ტაშით გააცილეს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მკვლელობაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტები არიან. მეუფე ანტონმა მედიის წარმომადგენლებს ეს დღეს, სვეტიცხოვლის ტაძართან უთხრა. მან ასევე თქვა, რომ ჟურნალისტები „უმრავლესობაზე…
„დღეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციაც, სამწუხაროდ, დაბალია. დაახლოებით 11 ათასამდე სამედიცინო პერსონალია სრულად ვაქცინირებული 45 ათასი სამიზნე ჯგუფიდან, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს ჩვენთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალი კიდევ ერთ პირს - გუშინ დაკავებულ დავით კიტალაძეს წარუდგინა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, რაზეც ის მიუთითებს, პედიატრიული პაციენტებისთვის საწოლების დამატება გახდა საჭირო. გაბუნიას თქმით, თბილისში 200-მდე საწოლი სრულად შეივსო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11