საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ქართული ოცნების“ ერთი-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდსა და აჭარაში გეგმავდა ამომრჩეველთა მოსყიდვის და ე.წ. კარუსელის იმიტაციის შექმნას.
17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ტარდება, 12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 177 462 ამომრჩეველს ჰქონდა მიღებული, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8.29%-ია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში მოჩვენებითი კრიზისია შექმნილი.
„ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმა თელავის პირველ სარჩევნო უბანზე მისცა, რის შემდეგაც განცხადება გააკეთა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცმებით, თბილისში 17 ადამიანი გარდაიცვალა, იმერეთში – 8, აჭარაში – 5, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო…
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3851 პაციენტი, ხოლო 33 – გარდაიცვალა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მისცა ხმა, რის შემდეგაც მედიასთან განცხადება გააკეთა. ივანიშვილის თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რაც ყველა ქვეყნის…
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ხმა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკოპლექტებას მისცა. პრეზიდენტის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩეველს, რომელმაც ცხრა პარტიას დაუჭირა მხარი.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს არ აშუქებს.
პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმა მთაწმინდის ოლქში მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11