საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის შეხვედრას ოპოზიციის ლიდერებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან მისი აზრით, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში მოქმედი ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, საუბრის ძირითადი თემა სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა იყო.
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ოფიციალურმა პირებმა 31 ოქტომბერს ჩატარებულ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და აცხადებენ, რომ პოლიტიკური აქტორები უნდა გამოვიდნენ ჩიხიდან და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის…
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნ მაიკ პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერი შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი ავრცელებს.
აჭარის რეგიონში კორონავირუსის შედეგად სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი გარდაიცვალა. ერთი მათგანი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა და დღეს სახლში უნდა გაეწერათ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა გაიმართა. პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს ეჭირათ საქართველოსა და აშშ-ის დროშები, ასევე, ტრანსპარანტები წარწერით -…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11