weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2025

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდმა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის „ოლიმპია კლუჟი“ სტუმრად, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით, ინვესტორი კომპანიის აქტიურობითა და მთავრობის მედიაციით, პროტესტი განიმუხტება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნეს – ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.მ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატი 21 ნოემბერს გასამართ საქართველოს პარლამენტის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე 36 მოსამართლე განწესდა. მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა საბჭოს გუშინდელ სხდომაზე გაიმართა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1256 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2409 პაციენტი, ხოლო 38 გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]