საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის შედეგად, საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას მათმა დამკვირვებლებმა 100-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ…
„მიუხედავად ოპოზიცის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები: როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა…
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის თანახმად, შემთხვევა 20 ნოემბერს, სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც „რეგინფოს“ 32-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ბიჭიკო შანთაძემ უთხრა, ერთიან სიაში მყოფი 658 ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ 9 ადამიანმა…
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74% (443 963 ამომრჩეველი) იყო. არჩევნების პირველი ტურის დროს, ამავე საათზე აქტივობამ 45.77%…
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მეორე ტურის დღეს მოსალოდნელ „პროვოკაციებთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება საბჭოთა…
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) კორონავირუსით გარდაიცვალა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.47% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 352 456 ამომრჩეველია.
სადამკვირვებლო ორგანზიაცია „სამართლებრივი არჩევნები“ აცხადებს, რომ მათმა დამკვირვებლებმა დღეს, 15:00 საათამდე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – ერთი, ხმის რამდენჯერმე მიცემის – ერთი და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ორი ფაქტი დააფიქსირეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11