weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით ჭაკუას ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს 50 თეთრად მოემსახურებიან.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია, რადგან, მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის…

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას და სანოტარო საქმიანობის განახლების უფლებას არ აძლებს. შენეგლიამ სასამართლოს განჩინების აღსრულების მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს გადმოსცა. არსებული ინფორმაციით, ჭაკუას ექსტრადირება დღეს მოხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (Transparency International) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა ბოლო ორ წელში, სახელმწიფო შესყიდვებიდან 6 264…

საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალიტებთან კომენტარი გააკეთა ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ „მთავარი არხის“ სიუჟეტის რესპონდენტები გამოკითხა, შემდეგ კი ტელეკომპანიისგან დაუმოტაჟებელი მასალა გამოითხოვა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ფოთში 43 წლის კაცი მოკლეს

პარასკევი, 03 ივლისი 2020 12:22

ფოთში მკვლელობა მოხდა. 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სასიკვდილოდ გუშინ საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოსკოვთან მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში ერთ-ერთ ფრესკაზე აფხაზეთის კონფლიქტისა და აგვისტოს ომის მონაწილეები გამოსახეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]