საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.
პირიქითა ხევსურეთში არსებული ერთადერთი სკოლა-პანსიონი, სადაც 8 მოსწავლე სწავლობდა, დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა, მაყვალა დაიაურმა უთხრა, ცეცხლი სხვენში, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, ნოვრუზ აივაზოვმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცი პოლიციაში თავად გამოცხადდა და მომხდარის შესახებ აცნობა.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. ლილუაშვილის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პატრიარქმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ჰკითხა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ორკესტრირებულ შავ პიარს“ უწოდებს მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. თურნავას თქმით, ამის უკან გარკვეული ჯგუფები დგანან, ვისაც მთავრობის მიერ განხორციელებული ძალიან ბევრი რეფორმა…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო მარშრუტების მცირედი კორექტირება მოხდა, თუმცა სახელმწიფოს ამით ფინანსური ზარალი არ მიადგება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11