weather cur horoscope tv
ივნისი 08, 2025

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი არასერიოზულს უწოდებს მისი ერთ-ერთი კოლეგის, ვასილ მამულაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის დაცვის დროს, კუბლაშვილმა პროფესიული ეთიკის ნორმები დაარღვია.  

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულის ფანჯრიდან სამი უფროსკლასელი გადახტა. ერთ-ერთ მათგანს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ღვინის, მევენახეობის და ღვინის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

ამერიკელების ადგილი შავ ზღვაში არის – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ამით ის გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძეს, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ…

ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტური ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე თეთრ ცხენზე ამხედრებული ავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, ხელშეკრულება არ გაწყვიტოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, კონსორციუმისთვის მიცემული ბოლო შანსია.

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ორი უკრაინელი სამხედრო მოკლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 101-ე ბრიგადის ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 36 წლის იაროსლავა ნიკონენკოა, რომელიც ამავე ბრიგადაში მსახურობდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წლის ბოლომდე მისცემს საშუალებას, ვალდებულებები შეასრულოს.

გლდანში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 11:50

გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გამვლელმა, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა.

ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]