კანის კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია
წარმოშობით ტუნისელი რეჟისორის საკონკურსე ფილმი სათაურით Mektoub, My Love: Intermezzo, ორი წლის წინ გამოსული ფილმის (Mektoub, My Love: Canto Uno) გაგრძელება გახლავთ.
რაც შეეხება ტარანტინოს უკვე გახმაურებულ პროექტს, აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ კანის პროგრამაში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა შემდეგ მონტაჟთან დაკავშირებული მცირე პრობლემა არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის უპრესტიჟულესი კინოფესტივალი, რომელიც 14-25 მაისს გაიმართება, ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმით გაიხსნება.
ამ თემაზე:
ალენ დელონს კანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ
პირველად ისტორიაში კანის ფესტივალზე ფერადკანიანი ქალი რეჟისორი წარადგინეს