weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიდლი სკოტმა კევინ სპეისისა და ქრისტოფერ პლამერს შორის განსხვავებაზე ისაუბრა

15:04 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

ბოლო პერიოდის ყველაზე სკანდალური ფილმის, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური დრამის, სათაურად „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), რეჟისორმა რიდლი სკოტმა ფილმიდან ამოჭრილი კევინ სპეისისა და მისი შემცვლელის, ქრისტოფერ პლამერის პერფორმანსებს შორის განსხვავებაზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ ეს ფანტასტიური ცვლილება იყო. კევინის შესრულება უფრო ცივი იყო, ქრისტოფერს კი უსაზღვრო შარმი აქვს - ცეცხლი თვალებში და დამახასიათებელი ღიმილი, რაც მის ცივ პერსონაჟს კიდევ უფრო მეტად საშიშს ხდის“, - განმარტა 80 წლის აღიარებულმა რეჟისორმა.

კევინ სპეისის სკანდალის გამო რიდლი სკოტის ფილმი კინოფესტივალიდან მოხსნეს

აღსანიშნავია, რომ ნავთობის მაგნატ მილიარდერ ჟან პოლ გეტის როლში რიდლი სკოტს თავდაპირველად სწორედ ვეტერანი მსახიობი ქრისტოფერ პლამერი სურდა ეხილა, მაგრამ სტუდიებმა პროექტში უფრო დიდი კინოვარსკვლავი მოისურვეს და როლზე კევინ სპეისი დამტკიცდა, რომლის სცენების ამოჭრაც ფილმის შემქმნელებმა გახმაურებული სექს-სკანდალების შემდეგ გადაწყვიტეს და სცენები სხვა მსახიობით ახლიდან 10 დღეში გადაიღეს, რაც 10 მილიონი დოლარი დაჯდა.

ქრისტოფერ პლამერის პირველი კომენტარი კევინ სპეისის ჩანაცვლების შესახებ

შეგახსენებთ, რომ ფილმმა უკვე მოიპოვა სამი ნომინაცია ოქროს გლობუსების წლევანდელ დაჯილდოებაზე: საუკეთესო რეჟისურა (რიდლი სკოტი), ქალის მთავარი როლი დრამატულ ფილმში (მიშელ უილიამსი) და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი (ქრისტოფერ პლამერი).

ფილმის მსოფლიო პრემიერა 22 დეკემბერს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]