weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდის ცენტრში ბანერი გადმოკიდეს

17:18 ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ზუგდიდის მთავარ მოედანთან, შენობაზე გადმოკიდა ბანერი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გამოსახულებითა და წარწერით „წადი“.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ქალაქში სტიკერებსაც გააკრავენ.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქციები 21 ივნისიდან პერიოდულად იმართება. ამით ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლას. 20 ივნისს, დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ სერგეი გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა.

21 ივნისს, აქციის დარბევიდან მეორე დღეს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგმის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები დღემდე გრძელდება.

თბილისში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების ბრძანება გამოსცა, „როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა, პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი რუს არტისტებს მოუწოდა საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ქვეყანაში მათთვის უსაფრთხო გარემო არ არის.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]