weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ლაშქარავასთვის ნარკოტიკის მიყიდვის ბრალდებით დააკავეს

16:08 შაბათი, 12 თებერვალი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება-შეძენა-შენახვაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივლისს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარკვეული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება განხორციელდა. 17 ივლისს, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბრალდებულის სახით ფ.ა. დააკავეს.

„სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი – 2 გრამი ქუჩის ჰეროინი, ე.წ. „სირეცი“, რომელიც 0.9256 გრამ ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა.-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ალექსანდრე ლაშქარავას, ნ.ნ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ. კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა, დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა, როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება 9.4984 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავდა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა. ცნო დამნაშავედ ცნო წარგენილ ბრალდებაში და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ლექსო ლაშქარავას 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა სასტიკად სცემეს. ის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხედრის ექსპერტიზის დასრულებამდე მიანიშნებდა, რომ ოპერატორი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა 

მივედი დასკვნამდე, რომ ლაშქარავა „ჰეროინით“ ინტოქსიკაციით გარდაიცვალა – ექსპერტი

„შსს-მ უცხოელი ექსპერტები არ მოიწვია“ – სიმონიშვილი ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე

ფონიჭალაში დავაკავეთ პირი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა – შსს

შუალედური დასკვნით, დაღუპვის მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყოს - შსს ლაშქარავაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]