მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის 13 იანვარს დაინიშნა. მანამდე იყო შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, იმავე სამინისტროში ხელმძღვანელობდა მიგრაციის დეპარტამენტს.
ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაციით, მერაბ მალანიამ 2017 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე ანაზღაურების სახით 138 448 ლარი მიიღო, ანუ თვეში საშუალოდ 11 537 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო 32 640 ლარია (მინისტრის მოადგილის სარგო თვეში 2720 ლარს შეადგენდა), ხოლო დანარჩენი თანხა - 105 808 ლარი სხვადასხვა სახის დანამატები.
მერაბ მალანიამ იგივე ოდენობით მიიღო ანაზღაურება 2016 წელსაც. „რეგინფო“ წერდა, რომ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა იმავე პერიოდში 41-ჯერ მიიღო ხელფასის სრული ოდენობით დანამატები, - სულ 112 651 ლარი.
მსგავსი თემები:
სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ ერთ წელში დანამატი 42-ჯერ აიღო
სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა ერთ წელში დანამატი 36-ჯერ აიღო
კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო
ფინანსური პოლიციის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა ერთ წელში დანამატი 29-ჯერ აიღო
ცესკოს თავმჯდომარემ ერთ წელში 197 307 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები მიიღო
სუს-ის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა ერთ წელში დანამატი 37-ჯერ აიღო