weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა. ავარია დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. „ბე ემ ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

6 თებერვალს, აჭარისა და გურიის რეგიონების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 7:30 საათზე შეუწყდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილ სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება. გაზმომარაგება დღის 3 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოახდინონ რეაგირება და ღიად დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე.

საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მანდატურების სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. თურქული მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და მიიმალნენ.  

წლის დასაწყისი ახალი მიზნების დასახვისთვის საუკეთესო დროა. მოგზაურობის, განათლების ან დაბადების დღისთვის თანხის დაგროვება საჭირო და საკმაოდ აზარტული საქმეა. განა რა უნდა იყოს მიზნებისა და სურვილების საკუთარი თანხით ასრულებაზე სასიამოვნო?…

ბოლო ათ დღეში ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში 6 სახლი გაქურდეს, აქედან პოლიციას ორმა მოქალაქემ მიმართა. ქურდობის 3 ფაქტი დაფიქსირდა მახინჯაურშიც, პოლიციაში1 განაცხადია შესული. საცხოვრებელი სახლებიდან მოპარულია ტელეფონები, ტელევიზორი, ქურთუკი და სხვა…

თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, მოკლულია დავით ქმოსტელი, მეტსახელად „ძივითა“, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, დავით ქმოსტელს ნიღბიანმა პირმა ესროლა.

მთავრობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]