საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დიდი ბრიტანეთის ტელეარხმა Channel 5-მა გადაცემა The Wine Show (ღვინის შოუ) ქართული ღვინის წარმოებას და მეღვინეობის კულტურას მიუძღვნა.
იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომანქანები გადასცა. „მიცუბიშის“ მარკის 45 ჰიბრიდული ავტომანქანა თბილისის საპატრულო პოლიციაზე, 51 ელექტრომობილი კი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში თავშესაფრის მაძიებელთა 1465 ახალი განაცხადი…
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
სამართალდამცავებმა თბილისში, 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას მან ყოფილი თანაკლასელები დანით დაჭრა.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვალ თბილისში შეხვდებიან. მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზე დაგეგმილ შეხვედრას საგამოძიებო ჯგუფის წევრები და ოჯახის ადვოკატიც დაესწრებიან.
გურჯაანის 1-ელ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „რეგინფოს“ სკოლაში უთხრეს, დაწყებითი კლასის დამრიგებელი შეუძლოდ სასწავლო პროცესის დაწყებამდე გახდა.
კონკურსში „ADAMI მედიის პრიზი აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისთვის -2018“ განაცხადების მიღება დაიწყო. პრიზი განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროგრამებისთვის, რომლებიც ეხება მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების…
მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ30-კმ96 (ბორჯომი-ვალეს საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11