საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 38 817 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 3700 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5277 ინფიცირებული, 81 კი გარდაიცვალა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი წამების ქვეშ არის – ვერ აქრობს შუქს, პრაქტიკულად არ სძინავს და მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ექიმა თქვა, რომ სააკაშვილის შიმშილობას აგრძელებს, ძალიან სუსტადაა და დღეს პირველად ლოგინიდან ვერ ადგა.
მოძრაობა „სირცხვილია“, ხვალ, 14 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავს. როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ რუხაძემ განაცხადა, მოითხოვენ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ…
გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „უნივერსალი" გახდა.
მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი, რომელიც გუშინ თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. მისი დაკავებიდან 24 საათი გავიდა, თუმცა როგორც „რეგინფოს“ თელავის რაიონულ სასამართლოში…
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 56 018 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4565 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2285 ინფიცირებული, 78 კი გარდაიცვალა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა. შენობის განახლება და თბოიზოლაცია ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სამ წევრს – კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ბოდბის დედათა მონასტერმა გაავრცელა…
თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტი, მწერალი ტორესა მოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა სამართალდარღვევისთვისაა დაკავებული ის.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11