საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს, დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა და დაწესებულების ექიმებს გაესაუბრნენ.
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული და გუშინ გათავისუფლებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავთ.
პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით 3-ის წინააღმდეგ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მიიღო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.
სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, გამყრელიძეს მიაჩნია, რომ უნდა აღსრულდეს ის დასკვნა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი რეაბილიტაციის და სათანადო სამედიცინო…
საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვს. ედუარდ სააკაშვილის თქმით, ის რაც დღეს ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან…
„N18 სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც საჭიროა მოშიმშილე პაციენტის მართვისთვის, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი მართვისთვის“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 52 834 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5204 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4785 ინფიცირებული, ხოლო 83 გარდაიცვალა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას მოთხოვნა გლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის თაობაზე. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, ლუდმილა დენისოვას შესვლის აუცილებლობა არ არსებობს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11