საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მოადგილის მირიან მჭედლიშვილის ანაზღაურებამ ერთ წელიწადში 135 517 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან 3-ჯერ მეტი სხვადასხვა სახის დანამატები მიიღო,…
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დიპლომის დამზადება - გასაღების ბრალდებით, ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტირამაზ ბ. დააკავეს.
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე უარყოფს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე,მკვლელობამდე, მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური…
ყარაბაღიდან დევნილი 62 წლის ლეილა ისმაილოვა, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრა, კასპის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
ახალციხეში, რესტორან „ჯინო ველნესში“ „ბრითიშ პეტროლიუმის“ თანამშრომლებთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ახალგაზრდა დააკავეს. სასამართლომ დაკავებულებიდან ოთხს პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 16 წლის გოგონა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ერთ-ერთ სახლში დროებით სკოლა იყო განთავსებული, რადგან სოფელში სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის…
საქართველოს მოქალაქე ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინიდან ორი კვირის წინ გამოაძევეს, დღეს, დილით უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 47 წლის ვანო ნადირაძე უკრაინაში არალეგალურად შესვლას გეგმავდა და სახელმწიფო…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11