საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტერორიზმში ბრალდებულმა პირებმა, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან მიიტანეს. ამის შესახებ გომელაურმა გუშინ, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფთან…
სამართალდამცავებმა ოზურგეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 66 წლის…
ბათუმში, კომპანია „ორბის“ სამშენებლო ობიექტზე მუშაობის დროს მძიმე ტექნიკა გადაბრუნდა და 57 წლის მამაკაცი მოიყოლა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გორის რაიონის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ძარცვას უკავშირდება. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ქალი ნაცემია და სავარაუდოდ ნაწამებიც.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი - გ.ჯ. გამოძიებას ჩაბარდა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი ნახეს. ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის თანამდებობას 2014 წლიდან 2016 წლამდე იკავებდა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობას, რის შედეგადაც ორი მოსწავლე გარდაიცვალა, სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი და შესაბამისად,…
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ და მიმალვაში მყოფ მოზარდებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს ჩაინიშნა.
ქალაქ გორში ცეცხლსასროლის მსგავსი სანთებელა-პისტოლეტით სლოტ-კლუბი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველთან ერთად სლოტ-კლუბიდან 1650 ლარი გაიტაცა და…
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუბუნაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11