საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„არსებობს რისკი, რომ აღნიშნულ საქმეს სახელმწიფო კონტრტერორისტული მიდგომების გაძლიერებისთვის გამოიყენებს, რაც პირველ რიგში და მეტწილად რეპრესიულ საპოლიციო პოლიტიკას გულისხმობს და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე სოციალური კონტროლის გაძლიერებას ნიშნავს. მსგავსი მინიშნებები საჯარო განცხადებებში…
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა.
"სერიოზული ჯგუფი იყო. იყო საფრთხე, რომ მძევლად აეყვანათ მოსახლეობა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ რომელი ქვეყნის მოქალაქეები და რომელი დაჯგუფების წევრები არიან ისინი. თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს რაც მოხდა, თავისუფლად…
კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა, ჩეჩნეთიდან საქართველოში სამკურნალოდ იყო ჩამოსული. იდიგოვი აცხადებს, რომ ის სპეცოპერაციის ადგილზე, დილით…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. ოფიციალური ცნობით, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების…
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი, 41 წლის მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, პაციენტს ქალა ტვინის ტრავმა ჰქონდა, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 46-ე კორპუსში მდებარე ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა და სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, მერი ხანგოშვილის სახელზეა რეგისტრირებული. მერი ხანგოშვილი პანკისის…
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ადამიანების უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, ხოლო სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა…
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 46–ე კორპუსში, მე–2 სართულზე მდებარე ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა და რომელსაც თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ცეცხლი უკიდია, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ა. ჯ.-ს ეკუთვნის.…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11