საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პანკისის სათემო რადიომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებულ მედიაკონკურსში „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“ გაიმარჯვა. პროექტი „მე და სახელმწიფო“, რომლის ერთ–ერთი გადაცემაც ვაინახების კულტურას და პანკისის…
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში, პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. 35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები. დაკავებულებს შორის ასევე არიან კანონიერი ქურდები ქუთაისიდან.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“ და „იმედი“ საარჩევნო კოდექსის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. კომისიის ცნობით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ…
კახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (ე.წ. ფინანსური პოლიცია) კახეთის სამმართველოს მიერ დაკავებული რიჩარდ შაშიაშვილი გაათავისუფლა. შაშიაშვილმა კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი უკვე დატოვა.
ახალი ამბების სააგენტო „რეგინფოს“ ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა აგენტი–პროვოკატორის მეშვეობით, რომელიც 50 წლამდე ასაკის ქალია, კახეთში რამდენიმე პირი დააკავეს. ერთ–ერთი დაკავებული ახმეტაში მცხოვრები 34 წლის რიჩარდ…
აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ბიძგები აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა დაახლოებით 23:50 წუთზე, ქალაქ ბარდაში დაფიქსირდა.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმიანება მარნეულის სათემო რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მარნეულის ახლადარჩეული მერის თემურ აბაზოვისა და სოფელ კაჩაგანის მოსახლეობის შეხვედრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ.
„ჩვენს ეპარქიას და საქართველოს საზღვრებს ხანდახან შემოვიფრენთ ხოლმე ხატებით და საზღვრებს ვაკურთხებთ. ადრე პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ყოველთვე თუ ვერ მოვახერხებთ, სამ თვეში ერთხელ მაინც ვაკურთხოთ. ამით საქართველოს ვიცავთ. ომიანობის…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარჯიშო ფრენების დროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მღვდლების ყოფნის გამო, საიდანაც მათ ყვარლის სოფლების სკოლების მოსწავლეები აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს, სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს სამსახურებრივი უფლებამოსილება…
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი, პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქავთარაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11