საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლაგოდეხის რაიონში, სოფელ კავშირში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით ერთი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, ცეცხლი მინდორში ბუჩქნარს და გამხმარ ბალახს გაუჩნდა.
ბორჯომის ხეობაში, სადაც 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, ხვალ სასულიერო პირები ჩავლენ და პარაკლისს აღავლენენ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც ხანძართან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ბანაკ „არტეკში“ ქართველი მოსწავლეების გაგზავნას გამოეხმაურა. მინისტრმა ამ ფაქტს წინდაუხედავი გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად დაისჯება ყველა, ვისი…
საქართველოს მთავრობამ სოფელ არშაში მდებარე 2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა გუგუა მარსაგიშვილს, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი იყო. მარსაგიშვილი…
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო ჰაერში მაღალია ნაცრის შემცველობა, რის გამოც გარეთ ყოფნის დროს ბავშვებსა და მოზრდილებს პირბადეების გამოყენებას ურჩევს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ 2016 წელს პრემია და დანამატი 13-ჯერ მიიღო. მისი ხელფასი თვეში 2 800 ლარია, ანუ წელიწადში 33 600 ლარი, თუმცა თორნიკე გვაზავას წლიურმა ანაზღაურებამ რეალურად 69 160 ლარი…
დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. დამწვარია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი ფართობი.
ბორჯომში მდებარე სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომმა“ სოფელ დაბასთან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული მეხანძრეეები და მაშველები სასმელი წყლით და საკვებით მოამარაგა.
თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე, მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება ისევ გადაკეტა და სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ამ დროისთვის გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება. დამეწყრილი მთიდან ქვათაცვენის გამო…
სვანეთში 37 წლის ბორია ხარძიანის ცხედარი იპოვეს, რომელსაც მაშველები და ადგილობრივები 17 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მესტიის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ცხედარი სოფლების კალასა და იფარის ტერიტორიაზე დღეს ნახეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11