weather cur horoscope tv
მაისი 11, 2024

საზოგადოება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) 2017 წელს გამოშვებულ 2 ავტომანქანას ყიდულობს. ტენდერის შედეგების მიხედვით, ავტომანქანების შესაძენად 130 500 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გაიმარჯვა შპს „კია მოტორს ჯორჯიამ“, რომლის მფლობელიც სპორტისა…

შს სამინისტროს ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების საფუძველზე.

საგანგებო შტაბი საქართველოს რეგიონებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ყველაზე რთული კერა არდაგანშია. ხანძრები ლოკალიზებულია დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში, ასევე პირიქითა ხევსურეთში.

გაჩიანში 42 წლის მამაკაცი აწამეს

ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017 10:22

ათზე მეტმა ადამიანმა გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში 42 წლის მამაკაცი ჯერ სასტიკად ცემა, შემდეგ კი აწამეს. მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში დღეს, დილით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაილერს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ხუთივე გარდაცვლილი ერთი ოჯახიდანაა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ხანძრის შედეგად რამდენიმე ჰექტარი საძოვარი და რამდენიმე რიგი ვენახი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ ბალახისთვის ცეცხლის მოკიდებამ გამოიწვია.

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად უნგრეთის მოქალაქე დაიღუპა. მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჯოლიანის ცნობით, ტურისტი ჭალაადის მყინვართან კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა იმსხვერპლა.

დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. დუშეთის გამგებლის ვაჟა ჩოხელის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება გუშინ, 22 აგვისტოს მოახერხეს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ხელახლა გაჩნდა. ამ…

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი ამბობს, რომ დღეს დილით ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი იპოვეს. სინჯიკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ტყეში ორი ცალი ბიდონი მანამდე სხვა ადამიანმაც…

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით გაუგრძელა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]