საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში გაჩენილი ხანძრის შედეგად რქაწითელისა და საფერავის ვენახები დაიწვა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა თემურ გიგაურმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ხანძარი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა და დაიხურა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია მურღულია განმარტავს, რომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი სასწავლო პროგრამების,…
აჭარაში, ქალაქ ბათუმში „ბათუმობა 2017“ 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გამოფენები და მუსიკალური ჯგუფების კონცერტები.…
ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის ეპისკოპოსი ლეონიდი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ცხინვალში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მშენებლობის საკითხი განიხილა.
თუშეთში, საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს გუშინ გაჩენილი ცეცხლი, ამ დროისთვის ჩამქრალია. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ომალოს მცხოვრებლებმა უთხრეს, ხანძრის ადგილზე კვამლი აღარ შეინიშნება.
თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო შენდება.
სირიაში, დაბომბვის შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, ხეობაში ვრცელდება ცნობები პანკისიდან სირიაში წასული კიდევ სამი გოგონას, ერთ-ერთი გოგონას ქმრის და ოთხი ბავშვის გარდაცვალების შესახებ.…
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ჰექტერი დაიწვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გზირიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მცირე კერებს აქრობენ.
სიღნაღში, გამგეობის შენობის წინ 42 წლის მატილდა მირზოევა ცემეს. მას სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვს მიღებული. როგორც მირზოევამ „რეგინფოს“ უთხრა, გუშინ, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ქალაქის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლის სახლში წაყვანას…
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი დანაყოფებისათვის 50 ტონა შოკოლადის შეძენას აპირებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 550 ლარის დახარჯვა იგეგმება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11