საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა 28 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ელგუჯა იმერლიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ბავშვს ავტომობილი მაშინ…
ახალციხეში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, მან 25 აგვისტოს რესტორან "რაბათის" ბარმენი და მიმტანი დანით დაჭრა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ტყე იწვის. დაახლოებით რვა საათის წინ გაჩენილი ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხვალ დილიდან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს ლაფანყურის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან, უხუცესებთან და სალაფიტური თემის წარმომადგენლებთან.
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი დაიღუპა ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი მეუღლეც პანკისელია - 26 წლის ლეილა გაურგაშვილი. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო…
წარმოშობით პანკისელი, 47 წლის მურად მარგოშვილი, იგივე აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ ფიზიკურ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ალ-ქაიდას წევრები არიან ან დაკავშირებულნი არიან მასთან. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.
წმინდა ლუკას სახელობის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობით მოტეხილობები და თავის ქალის ტრავმა აქვს.
ლაფანყურის სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 5 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას გამოუძიებელს არ დატოვებდნენ და დამნაშავეებს…
28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლეს სასწავლებლებში 28 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. გამოცდებში 39 000 ათასი აბიტურიენტი მონაწილებდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11