weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სააკაშვილი „პატიმარია და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი“.

სოფელ გურჯაანში, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად ცოლ-ქმარი - მერი და გურამ ზარდიაშვილები მოკლეს. მიყენებული ჭრილობებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა, 74 წლის მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვაქცინირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება, ყოველ ორ თვეში კორონავირუსის ტალღა იქნება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრული ვაქცინაცია 9.3-ჯერ ამცირებს კორონავირუსით ინფიცირების, 23-ჯერ ჰოსპიტალიზაციის, დაახლოებით 30-ჯერ კი გარდაცვალების რისკს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 56 555 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5739 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2082 ინფიცირებული, 36 კი გარდაიცვალა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 31-ე კილომეტრზე, თორღვას აბანოს ზემოთ, მეორე მოსახვევთან „ტოიოტა ფორანერის“ მარკის ავტომობილი დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 15 წლის ბავშვი, რომელიც ქვემო ალვანის მკვიდრია. დაშავდა 2 ადამიანი.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მოკლულ ქალთან მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) დირექტორად დაინიშნა. IFES-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თამარ ჟვანიას 21-წლიანი გამოცდილება აქვს არჩევნების სფეროში, 2013…

მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნიკა ნარსია და ოთო გურგენიძე დააკავა.

გორის მუნციპალიტეტში 25 წლის ქალი ყოფილმა შეყვარებულმა თანამზრახველთან ერთად გაიტაცა. შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. გათავისუფლების შემდეგ ქალმა პოლიციას მიმართა, თუმცა სამართალდამცველებმა მხოლოდ ერთი პირი დააკავეს, გატაცების ინიციატორმა კი ქვეყნის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]