weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საზოგადოება

თბილისში, N5 ისნის საარჩევნო ოლქის 62-ე საარჩევნო უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნათია გელაშვილმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით 15 წუთია შეჩერებულია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა 31.82% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 664 573 ადამიანმა მისცა. არჩევნების პირველ ტურში, 15:00 საათზე აქტივობა…

ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თამარ კორძაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნაძალადევში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყალბი პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს. კორძაიას თქმით, მოქალაქე ხმის მისაცემად ორი პირადობის მოწმობით მივიდა,…

N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 საარჩევნო უბნის სიახლოვეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსიაც, რომლებიც იქ დამკვირვებლის სტატუსით…

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 55 815 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4610 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2624 ინფიცირებული, 42 კი გარდაიცვალა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 10:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 154 163 ამომრჩეველი მივიდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. პარტიის წევრების ცნობით, ჯანაშია თბილისიდან სამეგრელოში ავტომობილით ბრუნდებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა გააჩერეს და იარაღი ჩაუდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით „გარკვეულ დესტრუქციული ქმედებები“ იგეგმება.

ხვალ, 30 ოქტომბერს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]