weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2023

საზოგადოება

აგვისტოს პიველ კვირაში, საქართველოში კორონავირუსზე 64 482 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ერთი კვირის განმავლობაში, ვირუსი ყველაზე მეტ ადამიანს – 5726-ს, თბილისში დაუდასტურდა, რეგიონების მიხედვით კი…

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში ბრალდებული ბიზნესმენი, 34 წლის ლევან ბიძინაშვილი რვათვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დღეს გამოაცხადა.

პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 80 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1942 წელს დაბადებული თ.ბ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. მათ ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „ქურდული…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა პარლამენტს თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე წარუდგინა. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ გამყრელიძე შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მომდევნო დღეებში მიმართავს.

ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისინი 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი და „ანტიკორუფციულ მოძრაობას“, ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს, ვასო ურუშაძესა და აღმასრულებელ დირექტორს, ლაშა ფარულავას მამაცაშვილის სასარგებლოდ, მორალური ზიანის კომპენსაციის…

„ქსენოფობია აბსოლუტურად მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და გამოეხმაურება და დაგმობს, თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს ასეთი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]