weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საზოგადოება

გუდაურში, სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობის დროს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

უკრაინის მოქალაქე 44 წლის ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. ის გუშინ ლანჩხუთის კლინიკა „მედალფაში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი ჰემოდიალიზისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ცხვარიჭამიაში 20 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 7 პირი დააკავა.

თბილისის მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორ ნუგზარ ბაქრაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ, 28 ივლისს გამოიტანეს.

ქობულეთის სოფელ ბობოყვათში მდებარე „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკიდან 50-მდე თანამშრომელი ინტოქსიკაციის ნიშნებით ორ კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარინა ზანაქიძის თქმით, სამი ადამიანი რეანიმაციაში იმყოფება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჰიპერმარკეტ „დომინოში“ შეძენილი თეფშების, Ambition Junior-ის გამოყნებისგან. ამ გაფრთხილების მიზეზი კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენაა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე „ტვირთებისა და მგზავრების უკონტროლო შემოსვლა“ ხდება და „მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“, „მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაციაა“, რომლის მიზანი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“.

„Safe Haven“ საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სტუდენტი/სტარტაპერი ახალგაზრდა ქალები ერთი წლის განმავლობაში ისწავლიან საქართველოში და ახალ სამეწარმეო გამოცდილებას შეიძენენ. პროგრამა ახალგაზრდა ქალებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 20 პირი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, გატაცების ამსახველი კადრები კი სუს-ის ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო)…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]