საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი, ორშაბათი, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაზუსტებით ვერ იტყვის ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა პირველ სართულზე დაწყებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია თუ არა. ვახტანგ გომელაურის თქმით, პირველ რიგში, ტერიტორია უნდა გასუფთავდეს და ინახოს,…
ბათუმში, საცხოვრებელი ბინის ნანგრევებიდან გუშინ საღამოს ამოყვანილი 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი ბინის ნანგრევებში მაშველები სამ ადამიანს ეძებენ.
სამართალდამცველებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი, 1962 წელს დაბადებული…
ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სამი გარდაცვლილი ბავშვია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ნაპოვნია ქალის ცხედარი.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მეორე ადამიანია, რომელიც მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამუშაოების შედეგად, ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს. დაშავებული კლინიკა „მედცენტრშია“ გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს.
ბათუმში, საცხოვრებელი ბინის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, თამარ მხატვარმა განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11