საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამივე ბრალდებულს – პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეს, ზაურ ბუდატოვს და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებულ ორ ადამიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.…
იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში წუხელ ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად პალატაში მყოფი პაციენტები არ დაშავებულან.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გორში, უცხო ქვეყნის მოქალაქის, 28 წლის მამაკაცის ჯგუფური მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი დააკავეს.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცია.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
პოლიციამ ლაგოდეხში აფეთქების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი – 1984 წელს დაბადებული რ. ა. და 1989 წელს დაბადებული გ. მ. დააკავა.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრები ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 042 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 2844 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 29 ინფიცირებული, 814 კი გამოჯანმრთელდა.
ბათუმში, საცხოვრებული კორპუსის ნგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება. ზვიად თავდგირიძე, რომელიც მეექვსე სართულზე ცხოვრობდა, ნანგრევებიდან წუხელ ამოიყვანეს და კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11