weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საზოგადოება

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯაშუშობის…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძე იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას განცხადებას ეხებოდა.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობასა და არასათანადო რეკლამის განთავსებაზე ჯარიმები დაწესდება. ეს საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.

ქართული ლუდის კომპანია (ლუდსახარში „ზედაზენი“), ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის, ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის - MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ დადასტურებულ შემთხვევაზე მეტი ჯერ არ გამოვლენილა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, ამის შესახებ კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. გადაწყვეტილება საგანგებო კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

დუშეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად გაუპატიურების მცდელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მუქარა ედება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]