weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატები გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ დაინტერესდნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტით.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 30 456 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1354 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 4.05%-ია.

მარნეულში, ბაქოს ქუჩაზე, 23 წლის მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეზობელი, 31 წლის მამაკაცი დააკავა.

ოზურგეთში, ფქვილის საწარმო „გულისტანში“ საწარმოს მფლობელსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. საწარმოს მფლობელი ფქვილით დატვირთული სატვირთო მანქანის გაყვანას ცდილობდა, რისი საშუალებაც გაფიცულებმა არ მისცეს.

საცხოვრებელი კომპლექსის - „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა, თიბისის მხარდაჭერით შენდება. 24 მაისს, მრავალფუნქციური უბნის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. დეველოპერული პროექტის პრეზენტაცია ბიზნეს სექტორისა…

საქართველოში, კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 01:43 საათზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის, მაკა სულაძის განცხადებით, აქცია, რომელიც მეორე დღეა თბილისში მიმდინარეობს, ხალხის მიერ ფინანსდება. ამის შესახებ სულაძემ რუსთაველის გამზრიზე განაცხადა, სადაც ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს გზა აქვთ…

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, 26 მაისს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, არა აღლუმზე, არამედ მათთან, აქციაზე მივიდეს.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მსვლელობაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]