weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საზოგადოება

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი აქვს, რათა მოისმინოს, სურთ თუ არა მათ დისკუსიის პროცესში პარლამენტი ჩაერთოს. კუჭავას თქმით, შეხვედრის ის ფორმატი, რომელიც ამისთვის აქციის…

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი 2021 წელს, 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კოროხნალის მაღაროსთან, სადაც 98-ე დღეა სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ, პირი სამმა ქალმა ამოიკერა. ისინი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ.

30 აპრილს კახეთის რეგიონში მოსული სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელივანი პრობლემები შეიქმნა. ზარალი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები.

„მოვუწოდებთ, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ შემოგვიერთდნენ დილიდან იმისთვის, რომ დაველოდოთ პასუხს და ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რამდენად აპირებენ, რომ შესრულდეს ჩვენს მიერ გუშინ დაყენებული მოთხოვნები. არ შესრულების შემთხვევაში, როგორც ვთქვით,…

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი − ნახევარ ფასად. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სპეციალური აქცია დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამოცხადდა.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მოთხოვნები გამოაცხადა. მთავარ მოთხოვნებს შორისაა კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციასთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართა. საელჩოს განცხადებით, დიდი დემონსტრაცია დაგეგმილია რესპუბლიკის მოედანზე, რის გამოც ამ არეალში მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეჩერება.

როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომლის შედეგებზეცაა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? როგორ…

პარლამენტის სამი კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და მათი მიღება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]